ვებგვერდის წესები და რეგულაციები

 

ბოლო ცვლილება: [06.08.2018]
საქართველოს ბანკი მოითხოვს, რომ ჩვენი ვებგვერდ(ებ)ის ყველა ვიზიტორმა, სადაც მოხსენიებულია American Express-ის ბრენდირებული პროდუქტები (შემდგომში - ვებგვერდი), დაიცვას შემდეგი წესები და რეგულაციები. ვებგვერდზე შესვლით თქვენ ეცნობით და ეთანხმებით აღნიშნული პირობებს.
 
1. ვებგვერდის კუთვნილება
ვებგვერდი  ეკუთვნის და კონტროლდება საქართველოს ბანკის მიერ American Express-ის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. კომპანია American Express-ი, მისი შვილობილი კომპანიები და აფილირებული პირები (შემდგომში - American Express) არ არიან პასუხისმგებელი და არ გააჩნიათ რაიმე ვალდებულება ვებგვერდთან  მიმართებაში.   

2. კანონები და რეგულაციები
მოხმარებლების მიერ ვებგვერდის  წვდომა და გამოყენება ექვემდებარება ყველა შესაბამის საერთაშორისო, ფედერალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ კანონმდებლობას და რეგულაციას.

3. საავტორო უფლება/სავაჭრო ნიშნები
ვებგვერდზე განთავსებული სავაჭრო ნიშნები, ლოგოები და მომსახურების ნიშნები (შემდგომში - ნიშნები), წარმოადგენს  საქართველოს ბანკის, American Express-ის და სხვა მხარეების საკუთრებას, შესაბამისად. მომხმარებლებს ეკრძალებათ ნებისმიერი ნიშნის გამოყენება ნებისმიერი მიზნით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ,  მეტატეგების მსოფლიო ქსელის სხვა ვებგვერდებზე გამოყენება საქართველოს ბანკის, American Express - ის ან ამ ნიშნების მფლობელი მესამე მხარის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. ყველა ინფორმაცია და კონტენტი, პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით, რომელიც ვებგვერდზეა განთავსებული ან მისი საშუალებით შეიძლება იყოს მოპოვებული (შემდგომში - კონტენტი), დაცულია საავტორო უფლებით. მომხმარებლებს ეკრძალებათ კონტენტის შეცვლა, გადაწერა, გავრცელება, გამოქვეყნება, გაყიდვა, ლიცენზირება, გაყალბება ან მისი საშუალებით ხელმისაწვდომი ნებისმიერი კონტენტის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის ან საზოგადოებრივი საჭიროებისთვის.

4. ბმულები და დაკავშირებული ინტერნეტგვერდები

ამ გვერდზე შესაძლოა იყოს სხვა ვებ-გვერდების ბმულები, რომლითაც ტოვებს კლიენტი ამ გვერდს და იღებს წვდომას მესამე მხარის მასალაზე ან მესამე მხარის მასალა გადმოდის ამ გვერდზე „უკუჰიპერბმულების“ და FRAMING TECHNOLOGY-ს გამოყენებით (შემდგომში -ბმული გვერდი).  არც საქართველოს ბანკს და არც AMERICAN EXPRESS-ს არ აქვს უფლება შეცვალოს, განაახლოს ან გააკონტროლოს კონტენტი ბმულ გვერდზე. ის ფაქტი, რომ საქართველოს ბანკმა უზრუნველყო სხვა გვერდის ბმული, არ ნიშნავს, იზირებას ავტორიზაციას, გარანტიას ან კუთვნილებას აღნიშნულ გვერდთან, მის მფლობელებთან ან პროვაიდრებთან მიმართებაში.  ამგვარი გამოყენებას, ან ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის ამოღებას გარკვეული რისკი ახლავს და საქართველოს ბანკი გაფრთხილებთ, რომ გააცნობიეროთ აღნიშნული რისკი სანამ ბმული გვერდის ინფორმაციას დაეყრდნობით, გამოიყენებთ ან ამოიღებთ.

საქართველოს ბანკი კრძალავს ვებგვერდზე  ქეშირებას, არაავტორიზებული ჰიპერტექსტის ბმულების და ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომი ნებისმიერი ინფორმაციის framing-ს. საქართველოს ბანკი უფლებას იტოვებს  გააუქმოს ნებისმიერი არასანქცირებული ბმულები ან frame, კერძოდ „საქართველოს ბანკი“ და American Express-ი იხსნიან პასუხისმგებლობას იმ კონტენტზე, რომელიც მათ ვებგვერდთან დაკავშირებულ სხვა ინტერნეტგვერდებზეა ხელმისაწვდომი. ვებგვერდთან დაკავშირებულ სხვა ინტერნეტგვერდებზე წვდომის რისკი მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ბმული გვერდები შეიძლება შეიცავდეს წესებსა და რეგულაციებს, კონფიდენციალურობის დებულებებს, პერსონალური მონაცემების გადაცემის დებულებებს და სხვა დებულებებს, რომლებიც განსხვავდება ვებგვერდზე განთავსებული დებულებებისაგან. არც საქართველოს ბანკი და არც American Express არ არის პასუხისმგებელი ამ დებულებებზე და უარყოფს ნებისმიერ და ყველა ვალდებულებას, რომელიც დაკავშირებულია ამ დებულებებთან.

5. უარი გარანტიებზე
კონტენტი, პროდუქტი და მომსახურება, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე ან მოპოვებულია მასთან დაკავშირებული გვერდიდან (ბმული გვერდი), მოგეწოდებათ „არსებული სახით“, ყოველგვარი პირდაპირი ან ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე, რაც მოიცავს ნაგულისხმევ გარანტიებს სასაქონლო მდგომარეობასა და კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობასთან, საკუთრების უფლებასთან, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვასთან, უსაფრთხოებასთან ან სიზუსტესთან დაკავშირებით.
გარდა იმისა, რასაც მომხმარებლების დაცვის მოქმედი კანონი ითვალისწინებს, არც საქართველოს ბანკი და არც American Express-ი არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე ზარალის ან ზიანის გამო, რაც გამოწვეული იქნება მომხმარებლის მიერ ვებგვერდიდან  ან  ბმული გვერდიდან  მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით ან მომხმარებლის მიერ ვებგვერდიდან  ან  ბმული გვერდიდან  მოპოვებული პროდუქტის ან მომსახურების გამოყენებით.  მომხმარებელი ვალდებულია თავად შეაფასოს ნებისმიერი აზრის, რჩევის ან სხვა კონტენტის სრულფასოვნება ან სარგებლობა, რომელიც ვებგვერდიდან არის ხელმისაწვდომი  ან ბმული გვერდიდან  არის მოპოვებული. გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალებისგან მიიღოთ რჩევა კონკრეტული აზრის, რჩევის, პროდუქტის, მომსახურების ან სხვა კონტენტის შეფასებასთან დაკავშირებით.  
 
6. ვებგვერდის გამოყენების გამო ვალდებულების შეზღუდვა
საქართველოს ბანკი და American Express იხსნიან ყოველგვარ პასუხისმგებლობას                 (ხელშეკრულებასთან, სამართალდარღვევასთან, უპირობო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ან სხვაგვარად) ნებისმიერი პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევითი, შედეგობრივი ან სპეციალური ზიანისგან, რომელიც წარმოიშვება ან როგორმე დაკავშირებული იქნება ვებგვერდის წვდომასთან ან მის გამოყენებასთან (თუნდაც საქართველოს ბანკი ან American Express® გაფრთხილებული ყოფილიყვნენ ამგვარი ზიანის შესაძლებლობის შესახებ), მათ შორის, ნებისმიერ ვირუსთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას, რომელმაც შეიძლება მომხმარებლის კომპიუტერული მოწყობილობა დააზიანოს.


7. მომხმარებლის კომუნიკაციების კონფიდენციალურობა
გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს ბანკი დაიცავს  მომხმარებლის ყველა კომუნიკაციის კონფიდენციალურობას, რომელიც შეიცავს პირად ინფორმაციას და რომელიც გადაეცა საქართველოს ბანკს. მომხმარებლის ნებისმიერი პოსტის კონფიდენციალურობა, რომელიც  განცხადებების ელექტრონულ დაფაზე (message board) ან რომელიმე ინტერნეტ ფორუმზე (chat room) დაიდება, არ იქნება დაცული.  ამასთანავე, საქართველოს ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერი ან რაიმე სახის პასუხისმგებლობის გარეშე, გამოიყენოს და გადასცეს ამგვარ პოსტებში მოცემული ინფორმაცია (იდეების, კონცეფციების, „ნოუ-ჰაუს“ და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ჩათვლით), ნებისმიერ მესამე მხარეს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, თავის მშობელ კომპანიას, შვილობილ და აფილირებულ კომპანიებს ან American Express-ს, ნებისმიერი მიზნისათვის,  როგორც ამას საქართველოს ბანკი ჩათვლის საჭიროდ, მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად.

8. პოსტები 
არც საქართველოს ბანკი და არც American Express-ი ვალდებული არ არიან შეამოწმონ მომხმარებლების მიერ ვებგვერდზე  გამოქვეყნებული  რაიმე შეტყობინება, ინფორმაცია ან კონტენტი (შემდგომში პოსტები) და რაიმე პასუხისმგებლობა აიღონ ან ვალდებულება იკისრონ ამგვარ შეტყობინებებთან დაკავშირებით. აღნიშნულის მიუხედავად,  საქართველოს ბანკს შეუძლია დროდადრო მონიტორინგი გაუწიოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს და შეიძლება უარყოს და/ან ამოიღოს ნებისმიერი პოსტი, რომელიც შეიცავს:
ა. ნებისმიერი სახის უკანონო, საზიანო, საშიშ, შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ, ვულგარულ, უხამს, ბოროტ, რასობრივად თუ ეთნიკურად მიუღებელ ან სხვაგვარად დაუშვებელი მასალას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ნებისმიერი მასალას, რომელიც წაახალისებს ისეთ ქმედებას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს გამოიწვევს, სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ვალდებულებას. გააჩენს, ან სხვაგვარად დაარღვევს მოქმედ ადგილობრივ, სახელმწიფო, ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას.
ბ. ნებისმიერი სახის რეკლამას ან შეთავაზებას.
გ. მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერი სახის განცხადებებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებს სხვებს.
დ. პირადი ინფორმაციას, როგორიცაა შეტყობინებები, რომლებიც ასახავს ტელეფონის ნომრებს, სოციალური უზრუნველყოფის ნომრებს, ანგარიშის ნომრებს, მისამართებს, ან დამსაქმებლის რეკომენდაციებს.
ე. საქართველოს ბანკის ან American Express-ის თანამშრომლების შეტყობინებებს, რომლებიც არ არიან უფლებამოსილი სპიკერები, ცდილობენ საქართველოს ბანკის ან American Express-ის სახელით ილაპარაკონ და ამჟღავნებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას.
ვ. შეტყობინებებს, რომლებიც სთავაზობს საავტორო უფლებით დაცული ან პერსონალური ინფორმაციის არაავტორიზებულ ჩამოტვირთვას.
ზ. რამდენიმე  ერთნაირი შინაარსის შეტყობინებებს, განთავსებულს სხვადასხვა ფოლდერებში ერთი და იგივე მომხმარებლის მიერ.   
თ. ე.წ. „ჯაჭვური წერილებს“, რომლებიც ყოველმა მიმღებმა სხვებს უნდა გაუგზავნოს გასავრცელებლად.

9. პერსონალური მონაცემების გადაცემა
მომხმარებელი აღიარებს და ეთანხმება, რომ ვებგვერდის მეშვეობით საქართველოს ბანკისთვის ნებისმიერი პირადი ან საკუთრების უფლებით დაცული ინფორმაციის გადაცემით, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს ამგვარი პირადი ან საკუთრების უფლებით დაცული ინფორმაციის საერთაშორისო საზღვრებს მიღმა გადაგზავნაზე  დასამუშავებლად, რაც შესაბამისობაშია საქართველოს ბანკის ბიზნესის სტანდარტულ პრაქტიკასთან.
მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ბმული გვერდები შეიძლება შეიცავდეს პირადი მონაცემების გადაცემის ისეთ დებულებებს, რომლებიც განსხვავდება ამ დოკუმენტში მოცემული დებულებებისგან. American Express-ი არ არის პასუხისმგებელი ამგვარ დებულებებზე და პირდაპირ უარყოფს ნებისმიერ და ყველა ვალდებულებას, რომელიც მათთან არის დაკავშირებული.

10. წესების და რეგულაციების ცვლილება
საქართველოს ბანკი  უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გადახედოს ამ წესებს და რეგულაციებს, ხოლო მომხმარებლებისთვის სავალდებულო იქნება აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინება.   

11. წესების და რეგულაციების დარღვევა
საქართველოს ბანკი და American Express-ი, ზოგადი სამართლის და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, უფლებას იტოვებენ ყველა ზომას მიმართონ ამ წესებისა და რეგულაციების დარღვევის აღსაკვეთად, მათ შორის,  კონკრეტული იტერნეტმისამარებიდან წვდომის დაბლოკვას აღნიშნულ ვებგვერდზე.  

12. წვდომა პაროლით დაცულ/უსაფრთხო ზონებზე
ვებგვერდის პაროლით დაცულ და/ან უსაფრთხო ზონებზე წვდომა აქვთ მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს. არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ წვდომა ვებგვერდის ამ ზონებზე, შესაძლოა დაეკისროთ გარკვეული სანქციები.

13. იურისდიქცია/მმართველი კანონმდებლობა
ვებგვერდის  მომხმარებლები თანხმობას აცხადებენ დაექვემდებარონ საქართველოს კანონმდებლობას. 

American Express Logo

შეთავაზებები

ისარგებლე მრავალფეროვანი შეთავაზებებითა და უპირატესობებით

პრესტიჟული მომსახურება

გადადი მომსახურების ახალ საფეხურზე 

 

მაღალი კლასის ბარათი

შეარჩიე შენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული ბარათი.

American Express: Don't live live without it
American Express: Don't do business without it